გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი:ნინო მელაძე
საგანი:ქართული-მათემატიკა
სწავლების საფეხური:დაწყებითი
კლასი:III
მოსწავლეთა რაოდენობა:13
სსმ მოსწავლე:0
გაკვეთილის თემა:ერთი მანეთის შოვნა
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად ტექს-ტის შინაარსის
გაგება-გააზრება,კონკრეტული ინფორმაციის პოვნა,დას-აბუთება, პერსონაჟის დახასიათება,საკუთარი
დამოკიდებულების გამო-ხატვა.
ქართული
ფულის ერთეულების დასახელება,შედგენილობის გამო-სახვა,რეალურ ვითარებაში გამოყენება.
სტანდარტი შესა- ქართ.I.2მოსწავლემ შეძლოს სტანდარტით განსაზ
ბამისობა ეროვნულ ღვრული სხვადასხვა ტექსტის წაკითხვა,გაგება-გააზ
სასწავლო გეგმას-
რება.
თან ქარ.I.3მოსწავლემ შეძლოს პირადი დამოკიდებუ
ლების გამოხატვა ტექსტის/თემის, მასში განხილუ
ლი საკითხების მიმართ;მხატვრული ნაწარმოების
პერსონაჟის,მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუ-
თარი თვალსაზრისის ახსნა.
მათII.3.მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მო-
ქმედებების გამოყენება,გამოთვლებზე ამოცანების
ამოხსნა
მათ.I.3 ასრულებს გამრავლება-გაყოფის მოქმე
დებებს,აკავშირებს მათ შეკრება- გამოკლების
მოქმედებებთან და ერთმანეთთან.
მისაღწევი შედეგები: შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
- ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პესონაჟებს
- აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების
მიხედვით
- ასახელებს ნაწარმოების მოქმედების მოტივს(რატომ
მოიქცა ასე?) და აფასებს მათ საქციელს
- ასახელებს ქართულ ფულს ახდენს გამრავლების, მრავალჯერადი
შეკრებით დემონსტრირებას.
რესურსი: სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, ქართული ფული, ბარათბი
კლასის ორგანიზების ფორმები:მთელი კლასი,
ინდივიდუალური და ჯგუფური,
გაკვეთილის მსვლელობა
|
N
|
აქტივობის მიზანი და ღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზმების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
წთ
|
|
|
1
|
აქტივობის მიზანი: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
აქტივობის აღწერა:
|
ვიზუალირი თვალსაჩინოებების გამოყენება
|
საერთო საკლასო
|
ფურცლები გაკვეთილის თემით და მიზნით.
|
2წთ
|
|
|
2
|
აქტივვობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა:
საშინაო დავალების განხილვა და კითხვებზე პასუხის
გაცმა.
რატომ აპირებდა მამა ქონების სხვისთვის დატოვებას?
როგორი იყო ბიჭი?
როგორ მოიქცა დედა როცა მამამ შვილს ფულის შოვნა დაავალე?
რატომ შეაგდო
მამამ ფული ცეცხლში? მოგწონთ დედის საქციელიი?
რა ქვია დღევანდელ ფულს?
ამოიცნობენ ფულის კუპიურებს და მასწავლებელი უხსნის
მოსწავლეებს რომ ერთი მანეთი ერთი ლარია
|
კითხვაპასუხი
|
მთელი კლასი
|
გამოსაძახებელი ჩხირები და რვეულებიდა ფული.
|
7წთ
|
|
|
3
|
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის ახსნა კავშირი ძველსა
და ახლა მასალას შორის
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება
:თქვენი აზრით როგორ დასრულდება ეს მოთხრობა? ისმენს ვარაუდებს და წერს დაფაზე
შემდეგ მოსწავლეებიკითხ-ულობენ მეორე ნაწილს აბზაცებით,გაგრძელებით.
გაუგებარ სიტყვებს ხსნის, თუ მოსწავლეები ვერ გაიგებენ მასწავლებელი ეხმარება. ბოლოს
მასწავლებელი ეკითხება გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და უსვამს კითხვებს: როგორ
ვშოულობთ ფულს? რამდენი თეთრია ერთ ლარში? რამდენი დღე იმუშავა ბიჭმა 1 მანეთის შესაგროვებლად?
რამდენი თეთრი ღირს ღვეზელი და კვირაში რამდენი ლარი დაგვჭირდება ღვეზელის შესაძენად?
|
ახსნითი კითხვა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელოები
|
10წთ
|
|
|
4
|
აქტივობის მიზანი: პერსონაჟის ქცევის შეფასება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები ჩამოთლიან პერსონაჟებს
და ახასიათებენ აირჩევენ ერთ-ერთ პერსონაჟს, ერთი მოსწავლე ჯდება ,,ცხელ სკამზე“
და სხვები უსვამენ კითხვებს
|
კითხვა პასუხი
|
ინდივიდუალური
|
სკამი
|
15 წთ
|
|
|
5
|
აქტივობის მიზანი:
შეჯამება-შეფასება
აქტივობის აღწერა : ჯგუფებს დაურიგდებათ ბარათები
კითხვებით და კითხვებზე გასცემენ პასუხს. რა სურდა მამას ,როგორი უნდა ყოფილიყო თავისი
შვილი? რა შეცდომა დაუშვა დედამ? როგორ გამოასწორა დედამ თავისი შეცდომა და რა ასწავლა
მამამ შვილს?
|
ტესტური წერა
|
ჯგუფური
|
ბარათები
|
6
წთ
|
|
|
6
|
დავალება:ბარათებზე დაწერილ სიტყვებს დაურიგებს ავალებს
მოცემული სიტყვებით შეადგინონ წინადადებები. არსებით სახელს- ერთი ხაზი გაუსვან,
ზმნას-ორი.
|
|
|
ბარათები
|
2
წთ
|
|
|
7
|
მოსწავლეთა შეფასება ახდენს განმავითარებელი შეფასების
რუბრიკა
|
|
|
შეფასების რუბრიკა
|
3
წთ
|
|
რეფლექსია
რადგან დაწყებითი კლასების მასწავლებლები ერთ კლასში
ვატარებთ სხვადასხვა საგნებს,ამიტომ ეს გვაძლევს საშუალებას იმისას რომ ჩავატაროთ ინტეგრირებული
გაკვეთილები. ინტეგრირებული გაკვეთილები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ამათუ იმ საკითხს სხვა კუთხიდან შეხედოს, გაამთლიანონ
ყველა საგნიდან მიღებული ცოდნა, რაც საინტერესოს და ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს.
ამ მიზნით გადავწყვიტე ჩამეტარებინა ინტერირებული
გაკვეთილი ქართულსა და მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო ,, ერთი მანეთის შოვნა“ გაკვეთილი სრულიად მოიცავდა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შედეგს:
·
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გაგება-გააზრებას, კონკრეტული
ინფორმაციის პოვნას, დასაბუთებასა და პერსონაჟების დახასიათებას, საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვას.
·
ქართული ფულის ერთეულების დასახელებას, შედგენილობის
გამოსახვას და რელურ ვითარებაში გამოყენებას.
ამ ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიაქტიურეს
წინარე ცოდნა ორივე საგნიდან და გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ საკითხებზე. გამოიყენეს
ჯგუფური მუშაობა როდესაც გამოუმუშავდათ თანამშრომლობის უნარი, პრეზენტაციის უნარი,ინტეგრაციის
უნარი.
ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი სარგებლის მომტანი
იყოასეევე დამსწრე კოლეგებისთვისაც. მათ ნახეს, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ ერთმანეთს
ორი სხვადასხვა საგანიდა, როგორ მოვახერხოთ ის, რომ იყოს ეფექტიანი და ამავე დროს ყველა
ბავშვი იყოს ჩართული ყველა აქტივობაში, ყველა ჯგუფს მიეცეს საშუალება წარმოადგინოს
პრეზენტაცია განსაზღვრულ დროში და სწავლა გავხადოთ საინტერესო.
გეგმა შედგენილი მქონდა მოსწავლეთა წინარე
ცოდნის გათვალისწინებით (1-ლი ნაწილი იყო მიცემული) მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები
თუ როგორ დასრულდებოდა მოთხრობა ( რაც დავწერე დაფაზე). მოთხრობის წაკითხვის შემდეგ
დაადინეს, რომ მათი ვარაუდი ნაწილობრივ გამართლდა. მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ დედის
საქციელი ყოველთვის არ არის გამართლებული. იმისთვის რომ შვილს ჰქონდეს ფული და სხვაზე
არ იყოს დამოკიდებული აუცილებელია უყვარდეს სწავლა და შრომა . თუნდაც 1 მანეთის შოვნისთვის
მათ დასჭირდეთ 5 დღე ანუ დღეში 20 კაპიკად(თეთრად) მუშაობა. მოსწავლეებმა გამოიანგარიშეს
რომ კვირაში სჭირდებოდათ 250 თეთრი ანუ დღეში 50 თეთრი.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა დაახასიათეს პერსონაჟები.
გამოვიყენე ინტერაქტიული თამაში ,,ცხელი სკამის“ მეთოდი, რომელიც მოსწავლეებისათვის
იყო სახალისო ამ აქტივობის დახმარებით მოოსწავლეებმა მოირგეს სამივე პერსონაჟს როლი
და კითხვებზე გასცეს პასუხი. ჯგუფური მუშაობის გამოყენებით შევაჯამე გაკვეთილი, ბარათზე
დაწერილი კითხვების მიხედვით მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და გამოავლინეს
შესასწავლი მასალის ცოდნა.
ყოველი აქტივობის ბოლოს ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, ყველა დაგეგმილი
აქტივობა განვახორციელე. მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე აქედან გამომდინარე ვთვლი რომ
მიზანს მივაღწიე. ამ გაკვეთილის შემდეგ. შევეცდები კიდევ დავგეგმო ინტეგრირებული გაკვეთილები
სხვადასხვა საგნებში. მართლაც საინტერესო და სასარგებლოა ამ ტიპის გაკვეთილები მოსწავლეებისათვის.
გაკვეთილი განსაკუთრებით საინტერესო გახადა ,,ცხელი სკამის“ მეთოდმა. ამ მეთოდმა მოსწავლეთა
ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აქედან გამომდინარე ვთვლი რომ სწორად დაგეგმილი აქტივობები
სასავლო პროცესს ეფექტურს ხდის. კოლეგებმაც გამოთქვეს სურვილი რომ თვითონაც დაგეგმონ
და ჩაატარონ მსგავსი გაკვეთილები. მართალია ცხელი სკამის მეთოდმა მოსწავლეებში დიდი
ინტერესი გამოიწვია, მაგრამ ამ დროს მოსწავლეებს დასჭირდათ ქცევის წესების შეხსენება,
იმისდა მიუხედავად ვიყენებდი გამოსაძახებელჩხირებს, რადან ყველა მოსწავლეს სურვილი
ჰქონდათ დამსხდარიყვნენ ,,ცხელ სკამზე“, რასაც შემდეგი გაკვეთილების ჩატარების დროს
აუცილებელად გავითვალისწინებ.
Comments
Post a Comment